დაპროგრამების ენები, მოკლე მიმოხილვა და მათი განვითარების ისტორია


ამჟამად დაპროგრამების ენები გამოიყენება ისეთი მრავალფეროვანი ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიცაა მონაცემთა საინფორმაციო სისტემების მართვა, რთული მათემატიკური და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტა, მედიცინა და ა.შ. C# ენა, რომელიც შეიმუშავა Microsoft კომპანიამ, მთლიანად პასუხობს პროგრამირების თანამედროვე სტანდარტებს და განკუთვნილია .NET Framework ტექნოლოგიის განვითარების უზრუნველყოფისათვის. იგი არის დაპროგრამების მძლავრი ენა განკუთვნილი Windows გარემოში მომუშავე თანამედროვე კომპიუტერული სისტემებისთვის, რომლებიც იყენებენ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს.
C, C#, Java დაპროგრამების ენა
დაპროგრამების ენებს შორის არსებობს კავშირი. ყოველი ახალი ენა ადრე შექმნილი ენებისაგან მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ თვისებებს. კერძოდ, C# ენამ ბევრი სასარგებლო თვისება C, C++ და Java ენებისაგან მემკვიდრეობით მიიღო. C ენა შეიქმნა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ მიურეი-ჰილის Bell Laboratories კომპანიის სისტემური პროგრამისტის დენის რიჩის მიერ 1972 წელს. თითქმის მთლიანად ამ ენაზე დაიწერა Unix ოპერაციული სისტემის ბირთვი. შემდგომში პროგრამების ზომისა და სირთულის ზრდამ საკმაოდ გააძნელა მათთან მუშაობა. გამოსავალი იყო სტრუქტურულ პროგრამირებაზე გადასვლა. სწორედ C გახდა 1980 წლებიდან ყველაზე ხშირად გამოყენებადი სტრუქტურული ენა.

პროგრამირების განვითარებასთან ერთად კვლავ დადგა დიდი ზომის პროგრამებთან მუშაობის პრობლემა. აუცილებელი გახდა ახალი მიდგომების შემუშავება. ერთ-ერთი მათგანია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (ოოპ). იგი იძლევა დიდი ზომის პროგრამებთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას. შესაბამისად, შეიქმნა C ენის ობიექტზე ორიენტირებული ვერსია, რომელსაც 1983 წლიდან C++ დაერქვა. იგი შემუშავებულ იქნა იმავე Bell Laboratories კომპანიაში ბიარნ სტრაუსის მიერ. C++ მთლიანად მოიცავს C ენას და შეიცავს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების შესაძლებლობებს. 1990 წლიდან იწყება C++ ენის მასობრივი გამოყენება და იგი ხდება ყველაზე პოპულარული დაპროგრამების ენებს შორის. დაპროგრამების ენების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევა იყო Java ენის შემუშავება Sun Microsystem კომპანიაში. მისი ავტორები იყვნენ ჯეიმს გოსლინგი, პატრიკ ნოტონი, კრის ვორტი, ედ ფრანკი და მაიკ შერიდანი. მასზე მუშაობა დაიწყო 1993 წლიდან. Java არის სტრუქტურული ობიექტზე ორიენტირებული ენა, რომელმაც C++ ენიდან აიღო სინტაქსი და სტრატეგია. ინტერნეტის ფართო გავრცელებამდე პროგრამების უმრავლესობის კომპილირება ხდებოდა კონკრეტული პროცესორისა და ოპერაციული სისტემისათვის. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გაჩნდა სხვადასხვა პროცესორებისა და ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერების დაკავშირების შესაძლებლობა. ამან წინა პლანზე წამოსწია ერთი პლატფორმიდან მეორეზე პროგრამების ადვილად გადატანის პრობლემა. მის გადასაწყვეტად საჭირო გახდა ახალი ენის შემუშავება. სწორედ ასეთი ენა გახდა Java.

Java თავიდანვე შეიქმნა როგორც პლატფორმაზე დამოუკიდებელი ენა. მას შეეძლო პლატფორმათაშორისი გადატანადი კოდის შექმნა, რაც გახდა მისი სწრაფი გავრცელების მიზეზი. გადატანადობა მიიღწევა პროგრამის საწყისი კოდის შუალედურ ენაში ტრანსლირების გზით, რომელსაც ბაიტ-კოდი ეწოდება. შემდეგ ეს შუალედური ენა სრულდება Java ვირტუალური მანქანის მიერ (Java Virtual Machine, JVM). შედეგად, Java-პროგრამა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელსაც Java ვირტუალური მანქანა აქვს. Java ენისაგან განსხვავებით C და C++ ენებში პროგრამის საწყისი კოდის კომპილაცია ხორციელდება შესრულებად კოდში, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პროცესორთან და ოპერაციულ სისტემასთან. ასეთი პროგრამის გასაშვებად სხვადასხვა პლატფორმაზე აუცილებელია პროგრამის საწყისი კოდის კომპილირება თითოეული პლატფორმისათვის. ეს კი შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. ამიტომაც, C# ენაში გადმოტანილი იქნა Java ენაში გამოყენებული მიდგომა - შუალედური ენის გამოყენება. მართალია, Java ენამ გადაჭრა ერთი პლატფორმიდან მეორეზე პროგრამების გადატანასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა, მაგრამ, მას აქვს რამდენიმე ნაკლი. მაგალითად, იგი ვერ უზრუნველყოფს რამდენიმე დაპროგრამების ენის ურთიერთქმედებას, ე.ი. არ უზრუნველყოფს მრავალენობრივ პროგრამირებას. მრავალენობრივი პროგრამირების ქვეშ იგულისხმება დაპროგრამების სხვადასხვა ენაზე დაწერილი კოდის ერთად მუშაობის უნარი. ეს შესაძლებლობა მეტად მნიშვნელოვანია დიდი პროგრამების შემუშავებისას, აგრეთვე, ცალკეული კომპონენტების შექმნისას, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მრავალ დაპროგრამების ენასა და სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაში.

Java ენის ერთ-ერთი სერიოზული ნაკლია, აგრეთვე, Windows პლატფორმის პირდაპირი უზრუნველყოფის არქონა, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემაა. Java-პროგრამების შესრულება Windows გარემოში შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ დაყენებულია (დაინსტალირებულია) Java ვირტუალური მანქანა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად Microsoft კომპანიამ 1990 წლების ბოლოს შეიმუშავა C# ენა. მისი ავტორია ანდერს ჰელსბერგი. C# ენა მჭიდროდაა დაკავშირებული C, C++ და Java ენებთან. იგი აგებულია C++ ენაში განსაზღვრულ ობიექტურ მოდელზე, C ენიდან აღებულია სინტაქსი, ოპერატორები და საკვანძო სიტყვები, Java ენიდან კი - შუალედური ენის გამოყენება. C# ენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტების ჩადგმული უზრუნველყოფა. ფაქტობრივად C# ენა შექმნილია, როგორც კომპონენტებზე ორიენტირებული ენა, რომელიც მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა თვისებები, მეთოდები და მოვლენები. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე C# ენაში არის მრავალენობრივ გარემოში მისი მუშაობის უნარი.
C++ დაპროგრამების ენა
CLR არის იმ პროგრამების საერთოენობრივი შესრულების გარემო, რომლებიც დაწერილია საერთო ენის ინფრასტრუქტურის (Common Language Infrastructure, CLI) გამოყენებით. CLR-ი არის CLI სპეციფიკაციის რეალიზება, რომელიც Microsoft Windows-ის მართვის ქვეშ ფუნქციონირებს. ფაილს, რომელიც შეიცავს C++ პროგრამის საწყის კოდს, აქვს .cpp, სათაურის ფაილის გაფართოება კი არის .h. ამ ფაილის კომპილაციას მანქანურ კოდებად ასრულებს პროგრამა, რომელსაც კომპილატორი ეწოდება. C++ პროგრამების კომპილაციის შედეგად მიიღება ფაილი, რომელიც შეიცავს შუალედურ ენას (Microsoft Intermediate Language, MSIL). ის შედგება გადასატანი ინსტრუქციების ნაკრებისაგან, რომელიც არაა დამოკიდებული კონკრეტული პროცესორის ინსტრუქციების ნაკრებზე. პროგრამის გაშვებისას CLR სისტემა შუალედურ კოდს გარდაქმნის შესრულებად კოდად. MSIL ენაში კომპილირებული პროგრამა შეიძლება ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაში შესრულდეს.

MSIL ენას შესრულებად კოდში გარდაქმნის JIT ოპერატიული კომპილატორი (just in time). C++ პროგრამის გაშვებისას CLR სისტემა ააქტიურებს JIT კომპილატორს, რომელიც MSIL ენას გარდაქმნის მოცემული პროცესორის შიგა კოდად. ამასთან, პროგრამის ნაწილების გარდაქმნა საჭიროების მიხედვით სრულდება. CLI აგრეთვე, შეიცავს მონაცემთა ტიპების საერთო ნაკრებს, რომელსაც ტიპების საერთო სისტემა (Common Type System, CTS) ეწოდება. CTS-ს იყენებენ ნებისმიერ ენაზე დაწერილ პროგრამაში, რომელიც CLR გარემოში სრულდება. CTS-ი შეიცავს წინასწარ განსაზღვრული ტიპების ნაკრებს. შეგვიძლია, აგრეთვე, განვსაზღვროთ მონაცემთა საკუთარი ტიპებიც, მაგრამ ისინი CLR-თან შეთანხმებული უნდა იყოს. მონაცემების წარმოდგენისათვის ტიპების სტანდარტიზებული სისტემა სხვადასხვა ენაზე დაწერილ პროგრამებს საშუალებას აძლევს მონაცემები უნიფიცირებული საშუალებით დაამუშაონ და უზრუნველყოფს სხვადასხვა ენაზე დაწერილი პროგრამების ინტეგრირების შესაძლებლობას ერთ პროგრამად. პროგრამების უსაფრთხოება და საიმედოობა CLR-ში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი იმის ხარჯზე, რომ მეხსიერების დინამიკური გამოყოფა და გათავისუფლება მთლიანად ავტომატიზებულია.

.NET Framework გარემოში მუშაობისას ჩვენ ვქმნით მართვად კოდს (managed code), რომელსაც მართავს CLR სისტემა და რომელიც ამავე სისტემაში მუშაობს. მართვად კოდს შემდეგი უპირატესობები აქვს: მეხსიერების მართვა, სხვადასხვა ენის შეთავსების შესაძლებლობა, მონაცემების გადაცემის უსაფრთხოების მაღალი დონე, ვერსიის კონტროლის უზრუნველყოფა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტების ადვილად ურთიერთქმედების საშუალება. არსებობს, აგრეთვე, არამართვადი კოდი (unmanaged code), რომელსაც CLR სისტემა არ ასრულებს. .NET Framework გარემოს შექმნამდე ყველა კოდი არამართვადი იყო. ამჟამად, ორივე სახის კოდს შეუძლია ერთად მუშაობა. მაგალითად, C++ ქმნის მართვად კოდს, რომელსაც შეუძლია არამართვად კოდთან ურთიერთქმედება. 13 თუ ჩვენ მიერ შექმნილ კოდს გამოიყენებენ სხვა ენებზე დაწერილი პროგრამები, მაშინ მათი მაქსიმალური თავსებადობისათვის უნდა დავიცვათ საერთოენობრივი სპეციფიკაცია (Common Language Specification, CLS). იგი აღწერს სხვადასხვა ენის საერთო მახასიათებლებს.

C++ კოდს, რომელიც CLR-ის მართვით სრულდება, მართვადი C++ ეწოდება. CLR-პროგრამებში მეხსიერების გათავისუფლება, რომელიც დინამიკურად გამოიყოფა მონაცემების მოსათავსებლად, ავტომატურად ხორციელდება, რაც გამორიცხავს „მშობლიური― პროგრამების შეცდომების ძირითად წყაროს. C++ კოდს, რომელიც სრულდება CLR გარემოს გარეთ არამართვადი C++ ეწოდება, რადგან CLR გარემო მის შესრულებაში არ მონაწილეობს. არამართვად C++-ში ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ მეხსიერების გამოყოფასა და გათავისუფლებაზე პროგრამის შესრულებისას, აგრეთვე უსაფრთხოებაზე. არამართვად C++-ს სხვანაირად „მშობლიური C++― ეწოდება, რადგან ის კომპილირდება უშუალოდ მშობლიურ მანქანურ კოდში. პროგრამა, აგრეთვე, შეიძლება შედგებოდეს ნაწილობრივ მართვადი კოდისა და ნაწილობრივ მშობლიური კოდისგან. ასეთი პროგრამა უმჯობესია შევადგინოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებული მშობლიური C++ პროგრამა გვინდა ვამუშაოთ CLR-ის მართვით. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს Windows-პროგრამების ორი ძირითადი ვარიანტი: პროგრამა, რომელიც სრულდება CLR-ის მართვით და პროგრამა, რომელიც უშუალოდ კომპილირდება ოპერაციული სისტემის „მშობლიურ― მანქანურ კოდად. Windows-პროგრამებისთვის, რომლებიც CLR-ზეა ორიენტირებული, მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის (Graphical User Interface, GUI) აგების ბაზად გამოიყენება Windows Forms გარსი, რომელსაც წარმოგვიდგენს .NET Framework საბაზო კლასების ბიბლიოთეკა. Windows Forms გარსის გამოყენება უზრუნველყოფს GUI-ის სწრაფ შემუშავებას, რადგან ჩვენ მას გრაფიკულად ვირჩევთ სტანდარტული კომპონენტებიდან და ვიღებთ მის ავტომატურად გენერირებულ კოდს. C++ ენის „მშობლიური― შესრულებადი კოდის მიღების ერთ-ერთი გზაა Microsoft Foundation Classes (MFC) კლასების ბიბლიოთეკის გამოყენება.

CLR-ს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს C++ ენის „მშობლიურ― გარემოსთან შედარებით. CLR-ში მომუშავე პროგრამისთვის უზრუნველვყოფილია მაღალი უსაფრთხოების დონე და შემცირებულია პოტენციური შეცდომების დაშვების ალბათობა, რომლებიც შესაძლებელია ISO/ANSI C++ სტანდარტის გამოყენებისას. გარდა ამისა, CLR-ი გამორიცხავს შეუთავსებლობას დაპროგრამების მაღალი დონის ენებს შორის მიზნობრივი გარემოს სტანდარტიზაციის ხარჯზე, რომლისთვისაც სრულდება კომპილირება. ეს საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ C++ ენაზე დაწერილი მოდულის (პროგრამის) კომბინირება სხვა ენებზე, მაგალითად C#-ზე, დაწერილ მოდულთან.
Visual Basic დაპროგრამების ენა
დღეისათვის ყველაზე ცნობილი დაპროგრამების ენებია: C, C++ C# java pascal. ისინი განსხვავდებიან თავიანთი წინამორბედებისაგან, მიუხედავად იმისა რომ წარმოადგენენ მათ პირდაპირ შთამომავლებს, რადგან იყენებენ net framework-ის მექანიზმებს. წინამორბედისაგან ყველაზე მეტად განსხვავდება visual basic რაც შეეხება განსხვავებებს ენებს შორის, ისინი შენარჩუნებულია მათ net ვერსიებშიც. java ახალგაზრდა ენაა და შექმნილია ინტერნეტში დაპროგრამებისათვის, ძირითადად სწორედ ამ მიზნით გამოიყენება. თუ ჩვენ გვინდა დაპროგრამება არა მხოლოდ ინტერნეტში, მაშინ ჯობია ეს ენა დროებით გადავდოთ. რაც შეეხება c++ ს, ეს არის მაღალპროფესიონალური დაპროგრამების ენა და ის პროგრამისტებს შორის ფართოდაა გავრცელებული. ამ ენაზე დაწერილ პროგრამებს აქვთ დიდი სწრაფმოქმედება, მაგრამ ის ძალიან რთულად აღსაქმელია დამწყები პროგრამისტებისათვის, სწორედ ამიტომ მისგან დაპროგრამების სწავლების დაწყება არ არის რეკომენდირებული. თუ გვინდა შევისწავლოთ ეს ენა, ჯობია დავიწყოთ visual basic -ით და მერე გადავიდეთ C++ ზე. ასეთი მიდგომა გაგვიადვილებს მის ათვისებას.

პროფესიონალების აზრით ყველაზე მარტივი და იოლად გამოსაყენებადი სწორედ visual basic -ია. პროგრამისტებს ის უყვართ, რადგან მასზე პროექტის შექმნაზე იხარჯება გაცილებით ნაკლები დრო ვიდრე C -ზე და C++ -ზე. Visual Basic -ის ნაკლს წარმოადგენს ის, რომ მასზე დაწერილი პროგრამები მუშაობს შედარებით ნელა ვიდრე C++ -ზე, მაგრამ დამწყები პროგრამისტი ამას ვერც კი შეამჩნევს, ამას ასევე ხელს უწყობს თანამედროვე პერსონალური კომპიუტერების სწრაფმოქმედება. Pascal -ს უკავია შუამდებარე პოზიცია C -ისა და Visual Basic -ს შორის. დღეისათვის მასზე დაპროგრამება წარმოებს delphi -ს გარემოში. პასკალი არ შედის visual studio -ს დაპროგრამების ენებში. Pascal -ის გამოყენება ეფექტურია სამეცნიერო-გამოთვლითი პროექტების შესაქმნელად. საბოლოო არჩევანი მკითხველის პრეროგატივაა.

სტატიის ტექსტი აღებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის, რომან სამხარაძის სახელმძღვანელოდან

პატივისცემით GeoBloG31 - ის ადმინისტრაცია

რა არის c++


C++  წარმოადგენს მრავალმხრივი დანიშნულების, უნივერსალური პროგრამირების ენას. 1979 წელს ბიარნ სტრაუსტრუპმა შექმნა პროგრამირების ენა (C++)  რომელიც მიღებული იქნა C ენაში  ობიექტ-ორიენტირებული მეთოდის იდეოლოგიის დამატებით .    C++ ში რეალიზებულია კლასებისა და ობიქტების, მემკვიდრეობითობისა და პოლიმორფიზმის, ინკაფსულირებისა და მონაცემთა აბსტრაქტული ტიპების დაპროგრამების საშუალებები.    თვდპირველად სტრაუსტრუპს ამ ენისათვის C++  არ დაურქმევია არამედ უწოდა “C კლასებით”.  ამ სახელიდან ცხადია რომ ლაპარაკია პროგრამირების ენა C-ზე რომლის განვითარებითაც C++მდე მივედით. თანამედროვე სახელი (C++) დაერქვა ვინმე რიკ მასსიტის მიერ 1983 წელს.
დღესდღეობით ყველა თანამედროვე პროგრამული პაკეტი მოდელირებისა და პროგრამირებისათვის ობიექტ-ორიენტირებულ კონცეფციას იყენებს. ასეთი პროგრამული პროდუქტებია :Visual C++, Borland C++Builder, Visual Basic, Object Pascal, Delphi, Oracle, SQL Server,Access და ა.შ.
  1980 წლის შემდეგ გამოვიდა C++-ის ორი არსებითად მოდერნიზირებული ვარიანტი, 1985 და 1990 წლებში. მისი სტანდარტი დადგინდა 1997 წელს ANSI  და  ISO-ს ორგანიზაციების მიერ.
ვინაიდან C++ მოგვიანებით შეიქმნა ვიდრე C ძველი პროგრამული კოდებიც მუშაობს ახალ გარემოშილ ამ საკითხმა ძირეული გამარჯვება მოუტანა C++ ენას კონკურენციაში პროგრამირების მსოფლიო ბაზარზე ვინაიდან Unix-პლატფორმა დაწერილია C ენაზე და მრავალი ფირმა და ორგანიზაცია იყენებს მას.

პატივისცემით GeoBloG31 - ის ადმინისტრაცია

რა არის და რისთვის გამოიყენება Linux


დგეს მე გაგაცნობთ ცოტას Linux - ის შესახებ.
ალბათ ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი და საინტერესო ოპერაციული სისტემა ლინუქსი (Linux) წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, რომელიც იუნიქს (UNIX) მაგვარი ოპერაციული სისტემების ერთ ერთ ნაირსახეობა არის.
  ოპერაციული სიტემა UNIX შეიქმნა სამოციან წლებში, კომპანიაში Bell Telephone Laboratories (ახლა AT&T Bell Laboratories) მიერ. UNIX-ის შექმნისას გათვალისწინებული იქნა მისი მულტიპლატფორუმულ ოპერაციულ სისტემად ჩამოყალიბება ანუ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი სხვადასხვა არქიტექტურის მანქანებზე უპრობლემოდ მუშაობა. სწორედ მისმა მულტიპლატფორმულობამ განაპირობა UNIX-ის უდიდესი პოპულარულობა. UNIX-ის პოპულარულობასთან ერთად სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს UNIX-ის ბაზაზე ოპერაციული სისტემების შექმნა.
  Linux არის თავისუფალად გავრცელებადი GPL ლიცენზიაზე დამყარებული ოპერაციული სისტემა რომელიც შეიქმნა UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემა Minix-ის ბაზაზე. მისი თავდაპირველი შემქმნელია ფინეთის ჰელსინკის უნივერსტიტეტის სტუდენტი ლინუს ტორვალდსი (Linus Torvalds). Linux შექმნილია მრავალრიცხოვან UNIX პროგრამისტთა და ინტერნეტის ქსელში მომუშავე ენთუზიასტთა დახმარებით. Linux-ში არ არის გამოყენებული AT&T UNIX-ის პროგრამული კოდი, ასევე არცერთი სხვა UNIX-ის პროგრამული კოდი. Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში, კემბრიჯში მასაჩუსეტსის შტატში , ასევე მის შექმნაში მონაწილეობა თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრამისტებმა მიიღეს. აღსანიშნავია ის რომ Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა არის უფასო და არის გახსნილი პროგრამული კოდით (open source).
  0.01. ვერსის Linux-ის გამოჩენისას არასდროს არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მისი შექმნის თაობაზე, 0.01. ვერსიის პროგრამული წყარო, პროგრამის კოდის ნორმალური შესრულების შესაძლებლობასაც კი არ იძლეოდა და მიუთითებდა იმაზე რომ თქვენ მიმართავდით Minix მანქანას,ეს იმით იყო განპირობებული რათა შესაძლებლობა ყოფილიყო მისი (Linux) კომპილირებისა თუ სრულყოფისათვის.
  1991 წლის 5 ნოემბერი: ლინუსმა “ოფიციალურად” განაცხადა Linux-ის 0.02. ვერსიის გამოსვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა ეს ისევ განიხილებოდა როგორც მორიგი ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა. ძირითადად ყურადღება დაეთმო სისტემის ბირთვის (kernel) დახვეწას, არანაირი ყურადღება არ ექცეოდა რიგითი მომხმარებელთათვის მასთან მუშაობის უზრუნვეყოფას, არ მოხდა სისტემის დოკუმენტირება ტირაჟირება. ეს განმაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: ოპერაციული სისტემა უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, არ ყოფილიყო საჭიროება შემდგომი ვერსიების Minix-ზე კომპილირება სრულყოფისა. 0.03 ვერსიაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ ლინუსმა მომდევნო ვერსიას პირდაპირ მიანიჭა 0.10 ნომერი, ვინაიდან იმ დროისათვის პროექტზე უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მუშაობდა და ბევრი რამე დაიხვეწა.
  1992 წლის მარტი: ტესტირების სტადიაში მყოფი ოპერაციული სისტემის ვერსიების რამოდენიმეჯერ გადახედვის მერე ახალ შექმნილ ვერსიას ამჯერად 0.95 ნომერი მიენიჭა, რითაც ლინუსმა მიანიშნა რომ მალე შესაძლებელი იქნებოდა ”ოფიციალური” ვერსიის გამოსვლაზე განაცხადის გაკეთება.
  დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ 1993 წლის დეკემბერში Linux-ის ვერსიის ნომერი უკვე 0.99.pl14 იყო, რაც გახდა საწინდარი იმისა რომ სულ მალე გამოვიდოდა ახლა ნამდვილად ოფიციალური სტაბილური ვერსია 1.0. რაც 1994 წელს მოხდა. დღესდღეობით Linux-ის მიმდინარე ვერსია არის 2.4. რომელიც 2001 წლის იანვარში გამოვიდა და ახლაც გრძელდება მასზე მუშაობა. (არ აგვერიოს Linux-ის ვერსიები დისტრიბუტივების ვერსიებში მაგალითად Red Hat 7.3 ან Mandrake 8.2. დისტრიბუტივები ცალკე თემა გახლავთ და აუცილებლად დაიწერება სტატია რომელიც მიმოიხილავს Linux-ის დისტრიბუტივებს).
  Linux თავდაპირველად შეიქმნა Intel-ის 32-ბიტიანი x86-ბაზაზე შექმნილ 386 ან უფრო მძლავრ პროცესორებზე სამუშაოდ. Linux-ის მუშაობა ასევე შესაძლებელია შემდეგი პლატფორმის მანქანებზე: Compaq Alpha AXP, Sun SPARC ,UltraSPARC, Motorola 680×0, PowerPC, PowerPC64, ARM, Hitachi SuperH, IBM S/390, MIPS, HP PA-RISC, Intel IA-64, DEC VAX, AMD x86-64, CRIS. Linux წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ როგორც Workstation ასევე Server პლატფორმად.
  დღესდღეობით Linux UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემების ღირსეული კლონი არის, Linux სრულყოფილი მრავალფუნქციონალური მრავალდარგობრივი ოპერაციული სისტემა გახლავთ რომელიც პასუხობს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდ მოთხოვნილებებს.
  მასზე შესაძლებელია X windows-თან, (გრაფიკულ გარემოში ) თუ console (ბრძანების სტრიქონში) მოსახერხებელი მუშაობა. Linux-ის მომხმარებელთათვის არსებობს საკმაოდ კარგი თანამედროვე გრაფიკული და საოფისე პროგრამები, ასევე მათთვის ინტერნეტში სრულყოფილად სამუშაოდ უამრავი პროგრამა არსებობს რომლებითაც შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ ვებ გვერდები, მიიღოთ და გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტა, გამიყენოთ IRC, ICQ, Yahoo Messanger, AOL Instant Messanger, Microsoft Messanger და სხვა პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებები. არანაკლები რაოდენობით არსებობს პროგრამირებით დაინტერესებულ პირთათვის განკუთვნილი პროფესიონალური დონის გრაფიკული ინტერფეისიანი პროგრამული პროდუქტები. რათქმაუნდა ყველანაირი პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს Linux-ის როგორც ინტერნეტ, ბეჭდვით თუ ფაილ სერვერად გამოსაყენებლად. Linux-ისთვის არსებობს უმძლავრესი პროგრამული პროდუქტები მონაცემთა ბაზების შესაქმნელად რომლის ნათელი მაგალითია კომპანია Oracle რომელიც თავის პროდუქციას სხვა ოპერაციულ სისტემებთან ერთად ასევე Linux პლატფორმისათვის ქმნის.

პატივისცემით GeoBloG31 - ის ადმინისტრაცია. 

Avira Internet Security 2014 14.0.7.306 + აქტივატორი


გთავაზობთ ერთერთ კარგ და მარტივად გამოსაყენებელ ანტივირუსს, რომელიც თავსებადია windows სისტემისთვის, ანტივირუსს შეუძლია გაუმკლავდეს 1000 ზე მეტ ვირუსს რომლებსაც შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ თქვენს ოპერატიულ სისტემას და მოახდინოს ყველა იმ მნიშვნელოვანი ფაილის დაზიანება რომელის არის განთავსებული თქვენს კომპიუტერში, ანტივირუსი ავირა უკვე მრავალი წელია ერთერთი ლიდერი ანტივირუსია მსოფლიოში და რომელსაც ფირველი ადგილი უჩირავს 2014 წლის მონაცემებით. 
ანტივირუსი თავსებადია ყველა მონაცემების მქონე კომპიუტერთან, იქნება ეს ძველი თუ ახალი ტექნოლოგია და არ ქმნის ეგრეთ წოდებულ (BUG) კომპიუტერში ანუ არ იყენებს კომპიუტერის დიდ მონაცემებს და არ უშლის ხელს მუშაობაში.
იმისათვის რომ თავი დაცულად იგრძნოთ ინტერნეტ სამყაროში და თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან მე გირჩევთ Avira Internet Security ერთერთ ყველაზე პოპულალურ ანტივირუსს. 
ანტივირუსს მოჰყვება ლიცენზია 2020 ზლამდე.





Avira აქტივაცია

ანტივირუსის ინსტალაციის პერიოდში თავენ შეგხვდებათ ესეთი მანჯარა 

აქ კი უნდა მიუთითოთ რომ თქვენ გაქვთ ლიცენზია ( დავაკლიკოთ HBEDV.KEY ) და ავირჩიოთ ანტოვირუსის ლიცენზია რომელსაც თავენ გადმოზერთ ავემოთ მიტიტებული ბმულიდან


ლიცენზია მაქვს დატესტილი პირადად 18/02/2015

ანტივირუსის ოფიციალურად ყიდვის შემთხვევაში ეწვიეთ Avira - ს ოფიციალურ WEB გვერდს http://avira.com/ პროგრამის ფასი 44.99 ევრო

სტატია მომზადებულია GeoBloG31 - ის მიერ 
პატივისცემით GeoBloG31-ის ადმინისტრაცია. 

რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი.
    

რა არის ინტერნეტი?


        ინტერნეტი (Internet) არის “მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ “ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

ინტერნეტის შექმნა
         საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულმა თანამგზავრმა, 1958 წელს, ტექნოლოგიური ლიდერობის დასაბრუნებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შთააგონა შეექმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო(Advanced Research Projects Agency), ცნობილი, როგორც ARPA. ARPA -მ, ნახევრად ავტომატური მიწის გარემოს (Semi Automatic Ground Environment (SAGE)) პროგრამის წინსვლისათვის, შექმნა ინფორმაციის გადამუშავების ტექნოლოგიის ოფისი(Information Processing Technology Office), ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. J. C. R. Licklider არჩეულ იქნა ITPO-ს მეთაურად.
Licklider 1950 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ფსიქო-აკუსტიკური ლაბორატორიიდან გადავიდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში(MIT), რის შემდეგადაც ის დაინტერესდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით. 1957 წელს ის გახდა Bolt Beranek and Newman(BBN)-ის ვიცე-პრეზიდენტი. სადაც მან შეიძინა PDP-1 კომპიუტერის პირველი პროდუქცია და გაუძღვა, მრავალ მომხმარებელს შორის რესურსების გამოთვლის განაწილების(Time-Sharing) დემონსტრაციას.
IPTO-ში, Licklider -მა ქსელის განვითარების პროექტის მეთაურობა გადააბარა Lawrence Roberts-ს. ამის შემდეგ რობერტსი დაეყრდნო Paul Baran-ის ტექნოლოგის, რომელმაც ამერიკის საჰაერო ძალებისთვის(U.S. Air Force) დაწერა ამომწურავი ინფორმაციის მქონე წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას უწევდა Packet Switching. ხანგრძილი მუშაობის შემდეგ, Menlo Park-ში, კალიფორნიაში, 29 ოქტომბერს, 1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა(University of California, Los Angeles(UCLA)) და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს(SRI International) შორის. ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი “მშობელი”. დემონსტრაციის მიხედვით, რომელსაც აწარმოებდა Packet Switching, British Post Office, Telenet, DATAPAC და TRANSPAC ითანამშრომლეს, რათა შეექმნათ პირველი საერთაშორისო Packet-Switching ქსელის სერვისი. გაერთიანებულ სამეფოში 1978 წელს, ეს პროექტი ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო პაკეტის დინების სერვისი(International Packet Stream Service (IPSS)). X.25 კოლექციის ბაზირებული ქსელი გაიზარდა ევროპიდან და ამერიკიდან, კანადაში, ჰონგ კონგში და ავსტრალიაში. X.25 პაკეტის სტანდარტი შეიქმნა CCITT-ში 1976 წელს(ახლა მას ქვია საერთაშორის ტელეკომუნიკაციების კავშირი(ITU-T)). X.25 იყო დამოუკიდებელი TCP/IP პროტოკოლი, რომელიც შეიქმნა 1974 წლის, დეკემბრის დაცვის მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტოს(Defense Advanced Research Projects Agency(DARPA)) მიერ წარმოებულ ARPANET, Packet Radio Net და Packet Satellite Net-ზე ექსპერიმენტის შედეგად. Vinton Cerf და Robert Kahn-მა 1973 წელს შექმნეს TCP პროტოკოლის პირველი განსაზღვრება, რომელიცს გამოქვეყნდა 1974 წლის მაისში. TCP-ს პირველი სრული სპეციფიკაცია დაიწერა Vinton Cerf, Yogen Dalal და Carl Sunshin-ის მიერ, შემდეგ კი სტენფორდის უნივერსიტეტში. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში, მუშაობა მიმდინარეობდა პროტოკოლების გაუმჯობესებასა და მათ გამოყენებაზე ოპერაციული სისტემების ქსელის რანგში.
პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შექიმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსებული ყველა ჰოსტი ძველი NCP პროტოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად “fuzzballs”. მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.

ქართული ინტერნეტი
        ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) – ეს იყო „დედაენა“ (იხ.: გაუნიკოდებული ასლი)
პირველი ქართული ვებ საითი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საითი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ – იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RsWWWNet


ინტერნეტი საქართველოში დღეს

        Internetworldstats.com_ის მიერ გამოქვეყნებულისტატისიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. მათ აქვთ შედარებული 2000 წლისა და 2010 წლის მონაცემები, რომელთა შედეგებიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე:

სამწუხაროდ დღეისათვსი არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი მომხმარებელი ყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი. ანუ ხშირად რეგისტრირდება ერთი აბონენტი, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამოდენიმე პირია. Internetworldstats_ს მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.300 მილიონი ადამინი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებობდა მხოლოდ 20 ათასი ადამიანი
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი სადაც შედარებულია საქართველო, აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერნეტ მომხარებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია: (ცხრილი დაფუძნებულია Internetworldstats_ს მონაცემებზე, ზუსტად იგივე მონაცემებია მოყვანილი ცნობილ საიტზე cia.gov )

ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდის თავისებურებანი
ქვეყანა მოსახლეობა
(2009წელი)
ინტერნეტის მომხმარებლები (2000წელი) ინტერნეტის მომხმარებლები (2009წელი) ინტერნეტით სარგებლობს მთელი მოსახლეობის 2000-2009 წლების ზრდის % მაჩვენებელი
საქართველო 4,615,807 20,000 1,024,000 22.2 % 5,020.0 %
სომხეთი 2,967,004 30,000 191,000 6.4 % 536.7 %
აზერბაიჯანი 8,238,672 12,000 1,485,100 18.0 % 12,275.8 %

პატივისცემით GeoBloG31 - ის ადმინისტრაცია

პირველი კომპიუტერი






XX საუკუნეში ტექნიკის მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო, კერძოდ კი კომპიუტერული სისტემების. კომპიუტერმა ჩვენი ცხოვრების წესი დიდად შეცვალა, ადვილი გახდა: ინფორმაციის მოძიება, სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, კონტაქტის დამყარება მსოფლიოს მაშტაბით და ა.შ. აქამდე სასურველი ინფორმაციას თუ ვიძიებდით ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა ლიტერატურულ დაწესებულებებში, დღეს უკვე მარტივად, მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია ვიხილოთ კომპიუტერის დახმარებით. პირველი კომპიუტერის შექმის იდეა გაჩნდა 1940 წელს. იდეა კი 1945 წელს განხორციელდა ამერიკელი ფიზიკოსების ჯონ ეკერტმისა (Jon Eckert) და ჯონ მოუჩის (Jone Mauchiy) მიერ. პირველ კომპიუტერს კი სახელად ENIAC უწოდეს. ეს უზარმაზარი "ყუთი" ერთ დიდ ოთახში იდგა და მას მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლები შეეძლო. მართალია იმ დროისთვის პირველი კომპიუტერი იყო, მაგრამ, სრულიად უსარგებლო, რადგან მხოლოდ გამოთვლებისთვის დაახლოებით მოიხმარდა იმდენ ელექტრო-ენერგიას რამდენსაც 1 დიდი ფაბრიკა-ქარხანა. ალბათ ჯონ ეკრეტმი და ჯონ მოუჩი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ XXI საუკუნეში გამოიგონებდნენ იგივე შესაძლებლობის პატარა მანქანას, ე.წ კალკულატორს, რომელიც სიგრძით და სიგანით სულ რამდენიმე სანტიმეტრია და ძალიან ცოტა ელექტრო-ენერგიას მოიხმარს. დღესდღეობით კი კომპიუტერულმა ტექნიკამ განვითარების პიკს მიაღწია, XX საუკუნის ტექნიკასთან შედარებით და მგონია, რომ მომავალში ისეთი განვითარება შეიძლება ვიხილოთ, რასაც დღეს ვერ წარმოვიდგენთ, როგორც ვერ წარმოიდგენდა XX საუკუნის 2 ფიზიკოსი, რომლებმაც პირველი კომპიუტერი შექმნეს.

პატივისცემით GeoBloG31 - ის ადმინისტრაცია 


რა არის კომპიუტერი?




დღეს მე მოკლედ შევეცდები აგიხსნათ  თუ რა არის კომპიუტერი.
კომპიუტერი ( ინგლ.'' computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის {კომპიუტერული პროგრამა არის მანქანისთვის "გასაგებ" ენაზე ჩაწერილ მოქმედებათა მიმდევრობა, რომელსაც კომპიუტერი ასრულებს ინფორმაციის დამუშავების მიზნით.} მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია {ინფორმაციის პირველადი მნიშვნელობა არის რაიმე ცნობა, შეტყობინება (informatio ლათინურად ნიშნავს "განმარტებას, გადმოცემას"), რომელიც ადამიანის მიერ გადაიცემა სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა საშუალებით (პირობითი სიგნალები, ტექნიკური საშუალებები და სხვა)

პატივისცემით GeoBloG31 - ის ადმინისტრაცია